საქართველო სავაჭრო ბარიერების ინდექსში 43-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა – Tholos Foundation (bm.ge)

საქართველო სავაჭრო ბარიერების ინდექსში 43-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა – Tholos Foundation (bm.ge)
საქართველო 2025 წლის საერთაშორისო სავაჭრო ბარიერების ინდექსში (TBI) მსოფლიოს 43-ე ადგილზე მოხვდა. ინდექსი 122 ქვეყანას მოიცავს და აფასებს, რამდენად მარტივი და თავისუფალია სავაჭრო გარემო თითოეულ მათგანში. ანგარიში ამერიკულმა კვლევითი ცენტრის Tholos Foundation-ის მხარდაჭერით მომზადდა და ის ეფუძნება სხვადასხვა კრიტერიუმის მიმართ ქვეყნების შესახებ ავტორიტეტული წყაროების – OECD-ის, WTO-ს, მსოფლიო ბანკის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ შეფასებებს. ინდექსში საქართველოს პოზიცია მცირედით გაუარესებულია, რადგანაც წინა ანგარიშში, რომელიც 2023 წელს გამოქვეყნდა, ქვეყანა მე-40-ე ადგილს იკავებდა. ანგარიშში არაა განმარტებული, უშუალოდ რა ცვლილებების გამო ჩამოქვეითდა ქვეყანა ინდექსში.
ინდექსი შედგება ოთხი ძირითადი სვეტისგან:
· ტარიფები – საბაჟო გადასახადები და საბაჟო ხაზების რაოდენობა;
· არასატარიფო ბარიერები (NTBs) – რეგულაციები და შეზღუდვები, რომლებიც ვაჭრობას აფერხებს;
· სერვისების შეზღუდვები – ფინანსურ, სატელეკომუნიკაციო, პროფესიულ და სხვა სექტორებში;
· ვაჭრობის ფასილიტაცია – საკუთრების უფლება, ლოგისტიკა, ციფრული ვაჭრობის რეგულაციები და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები.
ქვეყნის საბოლოო ქულა გამოითვლება ამ კომპონენტების საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, სადაც 1 ქულა ნიშნავს ყველაზე თავისუფალ სავაჭრო გარემოს, ხოლო 10 ქულა – ყველაზე შეზღუდულს. ინდექსში საქართველოს ქულა 3.86-ს შეადგენს.
მსოფლიოს ტოპ-10 ქვეყანა სავაჭრო ბარიერების სიმცირით:
· ჰონკონგი (2.69)
· სინგაპური (2.78)
· (3.04)
· კანადა (3.05)
· იაპონია (3.07)
· ახალი ზელანდია (3.07)
· ავსტრალია (3.20)
· ნიდერლანდები (3.26)
· დიდი ბრიტანეთი (3.33)
· პანამა (3.37)
ბოლო 10 ქვეყანა
· ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა (5.15)
· ჩინეთი (5.16)
· ზიმბაბვე (5.18)
· ფილიპინები (5.25)
· ვიეტნამი (5.36)
· ტაილანდი (5.54)
· ვენესუელა (5.56)
· ინდოეთი (5.72)
· (5.81)
· ინდონეზია (5.84)
საქართველოს მეზობელი ქვეყნები ინდექსში შემდეგ პოზიციებზე არიან:
· სომხეთი – 104-ე ადგილი (4.96)
· აზერბაიჯანი – სია არ მოიცავს (2025 წლის გამოცემაში არ არის წარმოდგენილი)
· თურქეთი – 106-ე ადგილი (4.99)
· რუსეთი – 121-ე ადგილი (5.81)
ეს შედეგები მიუთითებს, რომ რეგიონში სავაჭრო ღიაობით საქართველო კვლავ პირველ ადგილს იკავებს. წინა ინდექსით რუსეთი 87-ე ადგილზე იყო, მისი შედეგის გაუარესება ძირითადად საერთაშორისო სანქციებთან არის დაკავშირებული.
ამასთან, ინდექსი აფასებდა მხოლოდ 122 ქვეყანას და მასში არ შედიან ისეთი ქვეყნები, რომელთა შესახებაც გადამოწმებადი ინფორმაციის მოძიება ინდექსის ავტორებმა ვერ შეძლეს. შესაბამისად, ეს ნიშნავს რომ ინდონეზია, რომელიც ინდექსით ბოლო ადგილზეა არაა მართლაც ყველაზე შემზღუდავი ბარიერების მქონე საგარეო ვაჭრობაში, რადგანაც ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა, ავღანეთი, თურქმენეთი, კუბა, მიანმარი და სხვა ინდექსში საერთოდ არ მონაწილეობენ.
გლობალური ტენდენციები
ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს სავაჭრო ბარიერების საშუალო მაჩვენებელი 4.22 ქულაა, რაც 2023 წელთან შედარებით 7%-ით მეტია. ავტორების შეფასებით, ტენდენცია უკავშირდება გლობალურ ეკონომიკურ დაძაბულობებს, ციფრული ვაჭრობის შეზღუდვებს და სახელმწიფოების მცდელობას, დაიცვან ადგილობრივი ინდუსტრიები. აღნიშნულს განსაკუთრებით აძლიერებს 2025 წელს ს მიერ დაწყებული სავაჭრო ომი, რაც სავარაუდოდ მომდევნო წლის ინდექსში გლობალური სავაჭრო ღიაობის მაჩვენებლის კიდევ უფრო გაუარესებას განაპირობებს.