,,რაჭაში სასტუმროებიც და საოჯახო სასტუმროებიც დამსვენებლებით გადავსებულია” – “რაჭაში სასტუმროებიც და საოჯახო სასტუმროებიც დამსვენებლებით გადავსებულია-” – სასტუმრო თარიპირი

,,რაჭაში სასტუმროებიც და საოჯახო სასტუმროებიც დამსვენებლებით გადავსებულია” – “რაჭაში სასტუმროებიც და საოჯახო სასტუმროებიც დამსვენებლებით გადავსებულია-” – სასტუმრო თარიპირი
წელს იყო ფანტასტიკური სეზონი, – ასე აფასებს 2025 წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონს რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდებარე საოჯახო სასტუმრო „თარიპირი“. სასტუმროს წარმომადგენელი ლაშა აბაიშვილი ამბობს, რომ რეგიონში სხვადასხვა ივენთები, მათ შორის „გემო გესტი“, სტუმრების რაოდენობაზე დიდ გავლენას ახდენს.
„წელს იყო ფანტასტიკური სეზონი. ფაქტობრივად, ბოლო წლებში ტურისტების რაოდენობა მზარდია. საოჯახო სასტუმროებიც და სასტუმროებიც დამსვენებლებით გადავსებულია-რა თქმა უნდა, ფესტივალები, „გემო ფესტი“, ძალიან დიდ გავლენას ახდენს. ბევრიც სწორედ ამ ღონისძიებების გამო სტუმრობს რაჭას.
სასტუმრო „თარიპირზე“ რაც შემიძლია გითხრათ: აგვისტო რაჭაში განსაკუთრებულად გამორჩეულია და თითქმის ყველა სასტუმრო დაკავებულია. შემდგომ მოდის შემოდგომა – რთველი. ჩვენთან რთველი და შემოდგომა განსაკუთრებულია, ძალიან ლამაზი და ბევრ სტუმარს იზიდავს.
ჩვენთან რთველი კიდევ უფრო განსაკუთრებულია და რაჭაში ძალიან ბევრი სტუმარი ჩამოდის — ყურძნის კრეფაში მონაწილეობენ, ასევე მონაწილეობას იღებენ ყურძნის დაწურვაში.
რაჭველებისთვის ხვანჭკარა და რთველი განსაკუთრებულია. რაჭა შემოდგომაზეც ძალიან განსაკუთრებულია. ვისაც რაჭა ნანახი არ აქვს, ყველას მოვუწოდებ, რომ აუცილებლად ესტუმრონ რეგიონს და მით უმეტეს – რთველში მიიღონ მონაწილეობა,“ – აღნიშნავს ლაშა აბაიშვილი.
ინფორმაციას ეროვნული სააგენტო ავრცელებს