Warner Bros. უჩივის Midjourney-ს ს მიერ გენერირებული სურათების გამო

Warner Bros. ს კომპანია Midjourney-ს საავტორო უფლებების დარღვევისთვის უჩივის და აცხადებს, რომ ეს კომპანია მილიონობით მომხმარებელს საშუალებას აძლევს შექმნან საავტორო უფლებებით დაცული პერსონაჟების, როგორიცაა სუპერმენი და ბაგზ ბანი, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული სურათები და ვიდეოები.
ეს არის მესამე დიდი ჰოლივუდური სტუდია, რომელიც Midjourney-ს ლოს-ანჯელესის ფედერალურ სასამართლოში უჩივის. მანამდე ერთობილი სარჩელი „დისნეიმ“ და „უნივერსალმა“ შეიტანეს.
სარჩელში ნათქვამია, რომ Midjourney-მ თავისი ხელოვნური ინტელექტის სისტემა Warner Bros.-ის ნამუშევრების „უკანონო ასლებზე“ გაწვრთნა და მომხმარებლებს ამ კომპანიის ინტელექტუალურ საკუთრებაში მყოფი პერსონაჟების სურათების შექმნისაკენ მოუწოდებს. „Midjourney ფიქრობს, რომ კანონზე მაღლა დგას“ ნათქვამია სარჩელში. „მას შეუძლია მარტივად აღკვეთოს ინტელექტუალური საკუთრების ქურდობა“ ისევე, როგორც აღკვეთს ძალადობის ან სიშიშვლის ამსახველ სურათებს.
Midjourney-მ უარყო საავტორო უფლებების დარღვევის ბრალდებები „დისნეისა“ და „უნივერსალის“ საქმეში და აგვისტოში აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი ხელოვნური ინტელექტი „მილიარდობით საჯაროდ ხელმისაწვდომ სურათზე გაიწვრთნა“, ეს გაკეთდა „ვიზუალური კონცეფციების შესასწავლად“..
Midjourney-მ ასევე განაცხადა, რომ მის მომხმარებლებს მოეთხოვებათ ამ კომპანიის მიერ დაწესებული გამოყენების პირობების დაცვა, რომელიც კრძალავს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევას.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – მთავარი პროკურორი, რომლის შეთითხნილი ბრალდებებით დამაპატიმრეს, “ქილერად” გამოაცხადეს, როგორც ჩანს, “ქილერის” გარდა, ვერავინ უსრულებდა ივანიშვილს ამ სურვილს – გაფრთხილებდით 90-იანებში დაგვაბრუნებენ-მეთქი

ირაკლი კობახიძე – ხვალ საღამოდან ამოქმედდება ახალი ჩქაროსნული გზის მონაკვეთი, რომელიც ერთმანეთთან გაცილებით მოკლე დროში დააკავშირებს რეგიონებს, ადამიანებს, ეკონომიკურ ცენტრებს – ბუნებრივია, ეს ყველაფერი ახალ იმპულსს შესძენს ჩვენი ქვეყნის განვითარებას