“პუტინი ვერ ეღირსება, რომ გერმანია უკრაინის ომს ოდესმე დაივიწყებს” | შტაინმაიერი

“პუტინი ვერ ეღირსება, რომ გერმანია უკრაინის ომს ოდესმე დაივიწყებს”, – გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, გერმანია ში მიმდინარე ომს არასდროს დაივიწყებს და არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად სურს პუტინს, რომ ეს ასე მოხდეს. მისივე თქმით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო უკრაინა მსოფლიო ყურადღების ცენტრში აღარაა, რაც ასე არ უნდა იყოს.
“უკრაინას ჩვენი მხარდაჭერა უფრო სჭირდება ახლა, როცა ომი ახლო აღმოსავლეთშიც მიმდინარეობს და [უკრაინას] ვეღარ ექცევა ის ყურადღება, რომელიც მას ასე ძალიან სჭირდება. პუტინი იმედოვნებს, რომ მსოფლიო დაივიწყებს უკრაინას,” – განაცხადა შტაინმაიერმა.
გერმანიის პრეზიდენტმა თქვა, რომ იგი ამ სურვილს რუსეთს არ აუსრულებს: “ჩვენ ს უსამართლო და აგრესიულ ომს არ შევეგუებით”.
შტაინმაიერმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთისგან საფრთხე არა მხოლოდ უკრაინას, არამედ უკრაინის მეზობლებლსაც ემუქრებათ.
პრეზიდენტის განცხადებამდე რამდენიმე ხნით ადრე გერმანიის საგარეო საქმეთ მინისტმა, ანალენა ბერბოკმა გააქარწყლა პუტინის იმედები, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის გამო ევროკავშირი უკრაინას მხარდაჭერას შეუმცირებს.
პრეზიდენტის განცხადებამდე ერთი დღით ადრე გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა უკრაინისთვის 2024 წლისთვის გამოყოფილი €8 მილიარდის დახმარების გეგმაც დაამტკიცა.