“არ მაქვს იმედი, რომ ამას მიხვდება” – ჯანგირაშვილი

ერთი წუთით არ მეპარებოდა ეჭვი, რომ ყაველაშვილი ხაზარაძეს და ჯაფარიძეს შეიწყალებდა. ლოგიკა მარტივია: ამდენი პოლიტიკოსი ციხეში რეჟიმისთვის დიდი პრობლემაა. გარდა ამისა, უკიდურესად ჭირდებათ რომ 4 ოქტომბრის ფარსი ოდნავ მაინც დაემსგავსოს არჩევნებს. მთელ ამ პროცესში არც მიფიქრია, რომ ლელო ქოცებს გაურიგდა. მაგრამ, სამწუხაროდ, შედეგისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ის გარიგებით დადგა თუ არასწორი გათვლებით და ფატალური შეცდომებით. ქოცების მინდორზე თამაში უბრალოდ არ შეიძლება. ტალახში ამოიგანგლები და მათთან ერთად მოგიწევს სულ ფორთხვა. მინდა იმედი მქონდეს, რომ მიხვდება ამას და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. სამწუხაროდ არ მაქვს ეს იმედი. მაინც ვულოცავ გათავისუფლებას ხაზარაძეს და ჯაფარიძეს, იმიტომ რომ პოლიტპატიმრები ციხეში არ უნდა იყვნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი -ვოლოდიმირ ზელენსკი – უკვე ვიწყებთ სანქციების შემდეგ პაკეტზე ევროკავშირთან მუშაობას – ყველა დაიღალა იმით, რომ რუსეთი მუდმივად ატყუებს მსოფლიოს და ფიქრობს, რომ მოსკოვში ამის გამო არანაირ შედეგს არ მიიღებენ

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკვე ვიწყებთ სანქციების შემდეგ პაკეტზე ევროკავშირთან მუშაობას – ყველა დაიღალა იმით, რომ რუსეთი მუდმივად ატყუებს მსოფლიოს და ფიქრობს, რომ ისინი, მოსკოვში, ამის გამო არანაირ შედეგს არ მიიღებენ