მამუკა ხაზარაძე ადასტურებს, რომ “ლელო” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

მამუკა ხაზარაძე ადასტურებს, რომ “ლელო” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
პრეზიდენტ ს შეწყალების შემდეგ, “ლელოს” ლიდერმა, მ, სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
ხაზარაძის განცხადებით, გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მაშინ მიიღეს, როდესაც პარტიის ლიდერები ციხეში ისხდნენ.
“გადაწყვეტილება, არჩევნებთან დაკავშირებით, მიღებული აქვს “ძლიერ საქართველოს”. სწორედ დღევანდელი გადაწყვეტილება პრეზიდენტის, იმაზე მეტყველებს, რომ აურზაური და დაპირისპირება შემოიტანოს ოპოზიციურ ფლანგზე. მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლის ტაქტიკა გვაქვს სხვადასხვა, მიზანი გვაქვს ყველას ერთი – ეს მიზანი არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, ახალი საპარლამენტო ს დანიშვნა, პოლიტპატიმრების, სინდისის პატიმრების გათავისუფლება – ამ მიზნისთვის ჩვენ, “ძლიერ საქართველოს” არც ერთი წამით არ გვიღალატია, ამ ბრძოლას გავაგრძელებთ. დანარჩენი, მე ყველას პატივს ვცემ, მაგრამ გადაწყვეტილებას მივიღებთ დამოუკიდებლად.
რა თქმა უნდა, არჩევნებში მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილება მივიღეთ მაშინ, როცა ჩვენ უკვე ციხეში ვისხედით.” – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
Previous: პრეზიდენტის ეს სამართლებრივი ჟესტი არის გზავნილი, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონი უპირატესია, პოლიტიკოსობა არ არის ინდულგენცია და შეწყალების აქტი ოპოზიციისთვის მიცემული კიდევ ერთი შესაძლებლობაა, სცადონ ჯანსაღი პოლიტიკური ოპონირება

ასევე დაგაინტერესებთ

ადამიანები, ზოგჯერ არასრულწლოვნებიც კი, დადიოდნენ იარაღით ქუჩაში, რაც საზოგადოებას ძალიან აწუხებს და რისკის შემცველია – 3 თვის განმავლობაში გამოვლინდა იარაღის უკანონო ბრუნვის 384 შემთხვევა და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება

უპრეცედენტოდ მზარდი ოპოზიციური პარტიის “ალტერნატივა გერმანიისთვის” 7 წევრი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა, “დიფ სთეითმა” აქაც თავისი ხელწერით იმუშავა, ვერ გამოუვიდა მოსყიდვა, დაშინება და მკვლელობას მიჰყო ხელი

დიპ სტეიტის” ვასალობა, გერმანიის მაგალითზეც თვალსაჩინოა – ისტებლიშმენტის მოწინააღმდეგეთა დევნა (AfD), საეჭვო სიკვდილის ფაქტები, სიტყვის თავისუფლების კონტროლი, განსხვავებულთა კონსპიროლოგებად შერაცხვა, ეკონომიკური სტაგნაცია, თუმცა, გეოპოლიტიკურ აქტორობაზე ცრუ პრეტენზიები