მამუკა ხაზარაძემ მისი და ბადრი ჯაფარიძის შეწყალებას “მოულოდნელი” და “ადამიანებით ვაჭრობა” უწოდა

პარტია “ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა მ, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ მისთვის და მისი პარტიის კიდევ ერთი ლიდერისთვის, ბადრი ჯაფარიძისთვის, მოულოდნელი აღმოჩნდა “ე.წ. პრეზიდენტის მიერ შეწყალება”. ეს აქტი მან შეაფასა “დაპირისპირებისა” და “შავი პიარისთვის” გამიზნულ ნაბიჯად. ამასთან, მისი სიტყვებით, არ იცვლება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ პარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
“ჩვენ შეგნებულად წავედით ამ ნაბიჯზე – მე და ბადრი ჯაფარიძე არ ვეთანხმებით იმ მოცემულობას, რაც ქვეყანაშია შექმნილი. ეს არის არალეგიტიმური პარლამენტი, ეს არის მიტაცებული პარლამენტი, ეს არის მიტაცებული პრეზიდენტის სავარძელი.
მიუხედავად იმისა, რომ მან დღეს შეწყალებით გამოგვიშვა, გასაგებია, რომ მადლიერების გრძნობა მე არ მაკლია, მაგრამ ეს არის მუხანათური, პირდაპირ ვიტყვი, ბინძური საქციელი, როცა ჩვენი თანამებრძოლები ზუსტად იმავე მუხლით, იმავე „დანაშაულით“ იხდიან სასჯელს, ჩემი და ბადრი ჯაფარიძის დღეს გამოშვება, რომელსაც აბსოლუტურად არ ველოდებოდით და 8-თვიანი ვადის ამოწურვას ველოდებოდით, გამოგვიშვეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის გამო, რომ მოხდეს დაპირისპირება, რომ მოხდეს შავი ნიაღვრის და პიარის გადმოსხმა. რაც არ გამოუვათ, იმიტომ რომ ის, რაც დღეს გააკეთა ე.წ. პრეზიდენტმა, ეს არის სამართლებრივი ნონსენსი, ეს არის მანიპულირება ადამიანების თავისუფლებით, ეს არის კანონის ფეხქვეშ გათელვა, ეს არის ადამიანებით ვაჭრობა და თუ უახლოეს დღეებში ე.წ. პრეზიდენტი არ გამოუშვებს იმ დარჩენილ პოლიტპატიმრებს, რომლებიც ზუსტად იმავე მუხლით არიან დაპატიმრებულები, ეს იქნება კიდევ ერთი ყველაზე დიდი ლუსტრაცია, რომ , „ქართული ოცნება“, მისი პრეზიდენტი იყენებს საქართველოს კანონმდებლობას მისი პირადი ინტერესებისთვის და ეს იქნება კიდევ ერთი ნათელი მაგალითი მსოფლიოსთვის, დემოკრატიული სამყაროსთვის, რომ ეს ადამიანები რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვიშოროთ ხელისუფლებისგან”, – თქვა მამუკა ხაზარაძემ.
მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ლელო – ძლიერი საქართველო“ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და თქვა, რომ არჩევნებში მონაწილეობაზე გადაწყვეტილება მაშინ მიიღეს, როცა პარტიის ლიდერები ციხეში იმყოფებოდნენ.
„ლელო – ძლიერ საქართველოს“ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული აქვს. ე.წ. პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ ოპოზიციურ ფლანგზე აურზაური, დაპირისპირება შემოიტანოს. იმის მიუხედავად, რომ ბრძოლის ტაქტიკა სხვადასხვა გვაქვს, მიზანი გვაქვს ერთი – ეს მიზანია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, მიზანია ახალი საპარლამენტო ს დანიშვნა, პოლიტიკური და სინდისის პატიმრების გათავისუფლება”, – თქვა მან.
მამუკა ხაზარაძის შემდეგ რამდენიმე წუთში საპატიმრო დატოვა მისმა თანაგუნდელმა ბადრი ჯაფარიძემაც. მისი თქმით, პოზიცია არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით უცვლელი აქვთ.
“ჩვენი პოზიცია ისეთივეა, როგორიც ჩვენი სატუსაღოში მოთავსების დღემდე იყო. ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ბრძოლა ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებისთვის, ბრძოლა ახალი არჩევნებისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენ 74 დღის წინ რა გადაწყვეტილებაც გვქონდა მიღებული, რის გამოც დაგვატუსაღეს, რომ მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობას ვიღებდით, არ შეგვიცვლია. სწორედ ამიტომ მოგვათავსეს სატუსაღოში, რომ ეს გადაწყვეტილება შეგვეცვალა.

ჩვენი თხოვნის საფუძველზე არ დავუტუსაღებივართ და არც ჩვენი თხოვნის საფუძველზე გავუნთავისუფლებივართ. აქედან გამომდინარე, ეს იყო “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება.
დღეს დილით, ყოველდღიური 10-საათიანი გასეირნება ჰქვია ამას, 11-ზე მორჩა 16 კვადრატულ მეტრ სივრცეში სეირნობა და როცა დავბრუნდი, მითხრეს, რომ შეწყალების აქტი ჰქონდა მიხეილ ყაველაშვილს გამოცემული”, – თქვა ბადრი ჯაფარიძემ.
მანვე უპასუხა ოპოზიციური პარტიების ლიდერების მოწოდებას, არ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა.

“პატივს ვცემ ყველა ოპოზიციონერის პოზიციას, ჩვენ გადაწყვეტილება კარგად გააზრების და ყველა ფაქტორის აწონ-დაწონვის შემდეგ მივიღეთ და ეს გადაწყვეტილება არ შეგვიცვლია, ამ გადაწყვეტილების გამო დაგვატუსაღეს და ჩვენ ამ გადაწყვეტილების ერთგული ვრჩებით და მიგვაჩნია, რომ ყველაფერს, რასაც შეუძლია ევროპული მომავალი მოიტანოს, ქუჩის მშვიდობიანი დემონსტრაცია… ყველას აქვს ბოიკოტის უფლება, ამას ვერავინ ვერავის ვერ დაუშლის, მაგრამ ის ასიათასობით ადამიანი, რომელიც 4 ოქტომბერს არჩევნებზე მოვა, მათ ჩვენ იმედი არ უნდა გავუწბილოთ და უნდა დავანახოთ, რომ ევროპული პარტიები მზად არიან იბრძოლონ მათი ხმების დასაცავად”, – თქვა ბადრი ჯაფარიძემ.
მისი შეფასებით, ვერ იტყვის “რით ხელმძღვანელობდა “ქართული ოცნება”, როცა ჩვენ დაგვატუსაღა და რით ხელმძღვანელობდა, როცა ჩვენ გამოგვიშვა”.
დღეს, 5 სექტემბერს, გახდა ცნობილი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების შესახებ.
„ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებულ სადავო პარლამენტში კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა “ლელოს” ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების საფუძვლად დაასახელა ის, რომ “არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება.”
პარტია “ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალებას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები აფასებენ, როგორც “ქართული ოცნების” ლიდერების მცდელობას, ლეგიტიმაცია მიანიჭონ 4 ოქტომბერს დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებს და პარტიის ლიდერებს მოუწოდებენ, უარი თქვან წინასწარ გაცხადებულ პოზიციაზე და არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ციხეში სხვა პოლიტიკოსებთან ერთად აღმოჩნდნენ სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო.
კომისია წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ დანაშაულებს სწავლობდა.
ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის შეწყალების შემდეგ ციხეში რჩებიან სხვა ოპოზიციური ლიდერები: ზურა ჯაფარიძე, , , , ასევე პოლიტიკოსები გივი თარგამაძე და ირაკლი ოქრუაშვილი.
პარტია “ლელოს” ლიდერები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე, მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, 23 ივნისს დააკავეს – მათ გირაო გადახდილი ჰქონდათ და საბოლოო განაჩენს, 8-თვიან პატიმრობას, პარტიის ოფისში დახვდნენ.
მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციური პარტიების დაპატიმრებულ ლიდერებს 4 ივლისს შესთავაზა, მიემართათ შეწყალების მოთხოვნით, რომელიც დაკმაყოფილებული იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის პირობას დადებდნენ.
რომ არა ყაველაშვილის შეწყალება, მათ საპატიმროში ყოფნის ვადა 2025 წლის 23 თებერვალს ეწურებოდათ – თვითმმართველობის არჩევნების თარიღიდან 5 თვის შემდეგ.
2025 წლის 4 ოქტომბერს დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიებიდან “ლელოს” გარდა, მონაწილეობს ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიაც – თბილისში მერის პოსტზე ამ ორ პარტიას საერთო კანდიდატიც კი ჰყავს, ირაკლი კუპრაძე.
ფორუმი