სუარესმა “სიეტლის” სტაფის წევრს, რომელსაც შეაფურთხა, ბოდიში მოუხადა

მაიამის “ინტერის” ფორვარდმა ლუის სუარესმა “სიეტლის” სტაფის წევრთან მომხდარი უსიამოვნო ინციდენტის გამო ბოდიში მოიხადა.
ურუგვაელმა ფეხბურთელმა ჯერ “სიეტლის” ფეხბურთელს ობედ ვარგასს ყელში წაუჭირა, შემდეგ კი ამავე გუნდის სტაფის წევრს სახეში შეაფურთხა.
მართალია ამ ინციდენტის შემდეგ “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა ხავიერ მასკერანომ განაცხადა, რომ დარწმუნებული ვარ, “სიეტლის” მხრიდან ადგილი პროვოკაციას ექნებაო, მაგრამ ვეტერანმა ფორვარდმა საჯაროდ ბოდიში მოიხადა.
“მინდა სიეტლ საუნდერსს” გამარჯვება მივულოცო, მაგრამ მსურს, პირველ რიგში, ჩემი ჩადენილი ქმედების გამო, ბოდიში მოვიხადო.
ძალიან გაბრაზებული და იმედგაცრუებული ვიყავი, მოხდა ისეთი რამ, რაც არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ეს ჩემს საქციელს არ ამართლებს. ბოდიშს ვუხდი მათ, ვინც ჩემი ქმედებით უკმაყოფილო დარჩა.
ერთად ვიმუშავებთ იმისთვის, რათა წარმატებას მომდევნო სეზონში მივაღწიოთ”, – განაცხადა სუარესმა.
შეგახსენებთ, მაიამის “ინტერი” ლიგის თასის ფინალში “სიეტლ საუნდერსთან” 0:3 დამარცხდა.
“ვითამაშებ თუ არა მსოფლიო ჩემპიონატზე?” – მესიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
სტივენ ჯერარდი: შემდეგი სეზონი შესაძლოა ბოლო იყოს ჩემთვის
“ვითამაშებ თუ არა მსოფლიო ჩემპიონატზე?” – მესიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
NBA-ში შესაძლოა გუნდების რაოდენობა გაიზარდოს
მესიმ და სუარესმა საკუთარი კლუბი დაარსეს
NHL-ს “სიეტლი” შეუერთდება?
ოფიციალურად: ქოჩორაშვილის “სპორტინგმა” გიოკერესის შემცვლელი დაიმატა
[VIDEO] 38 წლის ლუის სუარესის შედევრი “პალმეირასთან”
[VIDEO] ისე, როგორც საუკეთესო წლებში – მესიმ და სუარესმა შოუ დადგეს
“სიეტლმა” MLS-ის ისტორია გადაწერა – მოგება 0:3-დან
სუარესი ქოჩორაშვილის თანაგუნდელი ხდება – “სპორტინგი” გიოკერესის წასვლის შემდეგ ბომბარდირს იმატებს