– ეს არის მიტაცებული პრეზიდენტის სავარძელი, მიუხედავად იმისა, რომ მან დღეს შეწყალებით გამოგვიშვა – მადლიერების გრძნობა არ მაკლია, მაგრამ ეს არის მუხანათური, ძალიან ბინძური საქციელი

მადლიერების გრძნობა არ მაკლია, მაგრამ ეს არის მუხანათური, ძალიან ბინძური საქციელი, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა.
როგორც მან აღნიშნა, შეწყალების გადაწყვეტილება მისთვის აბსოლუტურად მოულოდნელი იყო.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა ყველას მადლობა გადავუხადო – იმ ადამიანებს, ნაცნობებს, განსაკუთრებით უცნობებს, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში გვეხმიანებოდნენ, გვამხნევებდნენ. მადლობა მინდა გადავუხადო მედიას ჩვენი მხარდაჭერისთვის. და მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მოულოდნელი. იცით, ჩვენ შეგნებულად წავედით ამ ნაბიჯზე, მე და ბადრი ჯაფარიძე არ ვეთანხმებით იმ მოცემულობას, რაც ქვეყანაშია შექმნილი, ეს არის არალეგიტიმური პარლამენტი, ეს არის მიტაცებული პარლამენტი, ეს არის მიტაცებული პრეზიდენტის სავარძელი. მიუხედავად იმისა, რომ მან დღეს შეწყალებით გამოგვიშვა. გასაგებია, რომ მადლიერების გრძნობა არ მაკლია, მაგრამ ეს არის მუხანათური, ძალიან ბინძური საქციელი, როცა ჩვენი თანამებრძოლები ზუსტად იმავე მუხლით, იმავე ე.წ. „დანაშაულით“ იხდიან სასჯელს,“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?