სომხეთმა შეაჩერა საქართველოს გავლით რუსეთში ტვირთების ბორნით გადაზიდვა

საბორნე გადასასვლელმა, რომელიც საქართველოს გავლით სომხეთსა და რუსეთს შორის ტვირთების ტრანსპორტირებისთვის ზემო ლარსის სახმელეთო გზის ალტერნატივა უნდა ყოფილიყო, რამდენიმე თვეს იმუშავა. ამის შესახებ, როგორც სომხეთის სააგენტო „არმენპრესი“ წერს, დღეს, 8 იანვარს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა.
მინისტრის თანახმად, საბორნე მარშრუტს ექსპორტიორებსა და იმპორტიორებში არ გამოუწვევია საკმარისი ინტერესი საიმისოდ, რომ სომხეთი და მისი პარტნიორები პროგრამის გაგრძელებაში დარწმუნებულიყვნენ.
ქერობიანის ინფორმაციით, სომხეთის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება, თუმცა მისი წილი შედარებით შემცირდა. ეკონომიკის მინისტრის მონაცემებით, რუსეთს მოსდევენ არაბთა გაერთიანებული საამიროები, ჩინეთი, საქართველო და . ქერობიანის განცხადებით, სომხეთი ექსპორტის დივერსიფიკაციაზე მუშაობს.
· 2023 წლის მაისში სომხური მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთმა საზღვაო გზით დაიწყო რუსეთში ტვირთების გადაზიდვა და ამ მიზნით იყენებს -ნოვოროსიისკი-ბათუმის მიმართულებას.
· საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში განაცხადეს, რომ „ეს არ არის რეგულარული რეისი და სრულად არის კომერციული ხასიათის, რომელიც სისტემატურად ხორციელდება“.

ასევე დაგაინტერესებთ

ზვიად ძიძიგური – მიუხედავად იმისა, რომ იხტიბარს არ იტეხენ, ძალიან მძიმე დღეში არიან, 13 წელია აგრძელებენ „ნაციონალების“ თემას, ღიმილისმომგვრელია ეს ყველაფერი – „ქართულ ოცნებას“ თავის მხარდამჭერებთან სულ უფრო ურთულდება საუბარი