ალბი კორძაიას 12-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 12-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა მიიღო.
ის პროცესს არ ესწრებოდა, რადგან კლინიკაში იმყოფება.
ალბი კორძაია და კიდევ 20-ზე მეტი პირი რუსთაველის გამზირზე, 2 სექტემბერს, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.