ხოშტარია ხაზარაძე-ჯაფარიძეს: გამოდით რუსული სპეცოპერაციიდან, დაუბრუნდით წინააღმდეგობრივ ბრძოლას

კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერი ელენე ხოშტარია “ძლიერი საქართველოს” ლიდერებს ს და ბადრი ჯაფარიძეს შეწყალებას საგანგებო ბრიფინგით ეხმაურება.
ოპოზიციონერმა ლიდერმა პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდა, მიიღონ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და უარი თქვან “ოცნების” არჩევნებში მონაწილეობაზე.
მინდა, გამოვეხმაურო ე.წ. ვითომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის შეწყალებასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ბუნებრივია, ადამიანის გათავისუფლება არის სასიხარულო და ვულოცავ მათ ამას ადამიანურად და ვუსურვებ ღირსეულ თავისუფლებას ყველა სინდისის და პოლიტიკურ პატიმარს, რომელიც რჩება ციხეში. ამასთანავე, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს ეს პოლიტიკურად, რას ემსახურება ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად. ეს არის ნებისმიერ ფასად “ქართული ოცნების” მცდელობა, შეათრიოს ოპოზიცია არალეგიტიმურ არჩევნებში და მოიპოვოს ლეგიტიმაცია. ლეგიტიმაცია, რომელიც არის ერთადერთი, რომელიც ასაზრდოებს ამ რეჟიმს. ამას შვრებიან ყველაფრის ფასად. ამასთანავე, არ აქვს მნიშვნელობა, რა ჩაიფიქრა “ქართულმა ოცნებამ”, ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ პასუხობს ამას ნამდვილი ოპოზიცია და მე მინდა, მთელი გულით და პატივისცემით მივმართო მამუკას და ბადრის, მივმართო დღეს, ზუსტად გათავისუფლების დღეს: მიიღეთ ერთადერთი სწორი, ქვეყნისთვის, არა კოალიციისთვის, არა ჩემთვის, ქვეყნისთვის ერთადერთი გადაწყვეტილება, გამოდით არასწორი, არარსებული რუსული სპეცოპერაციიდან, გამოდით და დაუბრუნდით საერთო, პრინციპულ, ართანამშრომლობის, არშეგუების, არდამორჩილების, წინააღმდეგობის ბრძოლას. ეს იქნება გაძლიერება ამ ბრძოლის, ეს იქნება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება “ლელოსთვის”, მთლიანად ოპოზიციისთვის, ყველა აქტივისტისთვის და რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნისთვის. სულმოუთქმელად ველი ამ სწორ გადაწყვეტილებას “ლელოსგან”, – განაცხადა ხოშტარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ