ჯო ბაიდენს სიმსივნური უჯრედების მოსაშორებლად ოპერაცია ჩაუტარდა

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს სიმსივნური უჯრედების მოსაშორებლად მოჰსის სახელით ცნობილი ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ენბისი ნიუსი“ ავრცელებს.
ს ოფისში აცხადებენ, რომ გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიდის.
მოჰსის პროცედურა ხშირად გამოიყენება კანის კიბოს ყველაზე გავრცელებული ფორმების სამკურნალოდ.
ამავე დროს, დაზუსტებული არ არის, როდის ჩაუტარდა ჯო ბაიდენს ოპერაცია.
ჯო ბაიდენს კანის კიბოს უჯრედების მოსაშორებლად ოპერაცია 2023 წელსაც ჩაუტარდა. მაშინ მისმა მკურნალმა ექიმმა თქვა, რომ „ყველა სიმსივნური ქსოვილი წარმატებით ამოკვეთეს“ და დამატებითი მკურნალობა საჭირო არ იყო.
ცნობისთვის, მაისში ჯო ბაიდენს პროსტატის კიბო დაუდგინდა. ყოფილი პრეზიდენტის ოფისში განმარტეს, რომ მას ავთვისებიანი სიმსივნე აქვს, ხოლო მეტასტაზები ძვლებზეა გავრცელებული.

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბრაჭველი: სხვისი ნივთის დაზიანება დანაშაული მხოლოდ მაშინაა, თუ ზიანი აჭარბებს 150 ლარს (სსკ 187 მუხლი). 23 წლის ადამიანი დააკავეს წარწერის გაკეთებაზე, რომელიც რამდენიმე წუთში წაშალეს კალაძის თანამშრომლებმა