უკრაინელებმა რიაზანში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ლუგანსკში ნავთობბაზას შეუტიეს

უკრაინელებმა რუსეთის რიაზანში ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ლუგანსკში მდებარე ნავთობბაზაზე დარტყმები განხორციელეს, – უკრაინული მედიის ცნობით, ინფორმაცია უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა რობერტ ბროვდმა დაადასტურა.
მისი თქმით, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც რუსეთის ოთხი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან ერთ-ერთია, უპილოტო სისტემების ძალების მე-14 პოლკმა, სპეციალური ოპერაციების ძალებმა, დაზვერვის მთავარმა სამმართველომ და შეიარაღებული ძალების სხვა ნაწილებმა დაარტყეს.
ლუგანსკის ნავთობბაზაზე კი იერიში უპილოტო სისტემების ძალების მე-14 პოლკმა მიიტანა.
ცნობისთვის, მანამდე გავრცლდა ინფორმაცია, რომ 5 სექტემბრის ღამეს, რუსეთის ქალაქ რიაზანში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, დრონით თავდასხმის შედეგად, ხანძარი გაჩნდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…