იტალიაში ქურდობის მცდელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

იტალიის ქალაქ პერუჯაში საქართველოს ორი მოქალაქე, 40 და 35 წლის მამაკაცები, ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე მას შემდეგ გამოძახეს, რაც მცხოვრებლებმა შენობაში საეჭვოდ მოძრავი ორი პირი შენიშნეს. ადგილზე მისულმა პოლიციამ ერთ-ერთი კაცი კიბეზე სირბილის დროს დააკავა, მეორე კი მაშინ აიყვანეს, როდესაც ის შენობის დატოვებას საავარიო გასასვლელიდან ცდილობდა.
სამართალდამცველების ცნობით, დაკავებულთაგან ერთ-ერთზე უკვე მოქმედებდა დაპატიმრების ორდერი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზენონ იარაჯული: უთანასწორო ომში მყოფი ხალხი გვეუბნება, რომ ჩვენი ტკივილი ახსოვთ. აი, ის, რაც მეგობრობაზე მეტია: ძმობა, რომელიც ეროვნულ საზღვრებს სცდება და ჭირში ერთმანეთის დახმარებით მტკიცდება