ტრამპი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში პუტინთან საუბარს გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში გეგმავს რუს დიქტატორ ვლადიმირ პუტინთან საუბარს და აღიარა, რომ ში მიმდინარე ომის შეჩერება მარტივი არ არის. ამის შესახებ მან ისაუბრა თეთრ სახლში, მსოფლიოს უდიდესი IT-კომპანიების ხელმძღვანელებთან ექსკლუზიურ ვახშამზე. ტრამპს ჰკითხეს, გეგმავდა თუ არა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ პუტინთანაც დიალოგს. მან უპასუხა: „დიახ, ვაპირებ,“ და დაამატა, რომ მას და რუს დიქტატორს შორის „ძალიან კარგი დიალოგია“. „მე შვიდი ომი მოვაგვარე. ის, რომელიც, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე მარტივი უნდა ყოფილიყო… იცით ეს გრძნობა: ფიქრობ, რომ რაღაც უფრო იოლი იქნება, მაგრამ საბოლოოდ ცოტა უფრო რთული აღმოჩნდება,“ – თქვა ტრამპმა. მან უკრაინაში ომი „რუსულ-უკრაინულ კატასტროფად“ მოიხსენია და აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, „ამ კვირაში 7014 ადამიანი დაიღუპა“, რომელთა უმეტესობა ჯარისკაცია. „ჩვენ ამას გავაკეთებთ, ჩვენ ამას მოვაგვარებთ,” – განაცხადა ტრამპმა.