აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დღეს ხელს მოაწერს აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც თავდაცვის სამინისტროს სახელი შეეცვლება და ომის სამინისტრო დაერქმევა, – ინფორმაციას Fox News-ი თეთრი სახლის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
თეთრი სახლის ინფორმაციით, აღმასრულებელი ბრძანება თავდაცვის სამინისტროსთვის ომის სამინისტროს მეორეხარისხოვან ტიტულად გამოყენებას ითვალისწინებს, თავდაცვის მინისტრს, პიტ ჰეგსეთს კი ომის მინისტრის სახელით მოიხსენებენ.
ბრძანება ასევე ავალებს ჰეგსეთს, წარადგინოს როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების ქმედებები, რათა სახელი სამუდამოდ „აშშ-ის ომის სამინისტროდ“ იქცეს.
ცნობისთვის, აშშ თავის სამხედრო უწყებას 1949 წლამდე ომის სამინისტროდ მოიხსენებდა, სანამ მას თავდაცვის სამინისტრო არ დაერქვა 1947 წლის ეროვნული უსაფრთხოების აქტში შეტანილი მასშტაბური რეფორმების სერიის შესაბამისად.
