“ვლოცულობ, რომ პრემიერლიგაში გადავიდეს” – ადებაიორმა ოსიმენზე ისაუბრა

ვეტერანმა ფეხბურთელმა ემანუელ ადებაიორმა BBC-სთან ინტერვიუში “ნაპოლის” ფორვარდის, ვიქტორ ოსიმენის შესახებ ისაუბრა.
“არსენალის” ყოფილი შემტევის თქმით, იგი ლოცულობს, რომ ზაფხულში ვიქტორი ინგლისის პრემიერლიგაში გადავიდეს.
“მას ყველანაირი ხარისხი გააჩნია იმისთვის, რომ პრემიერლიგაში უმაღლეს დონეზე ითამაშოს. სწორი მენტალიტეტი აქვს. ვთვლი, რომ ამ ნაბიჯის გადასადგმელად ახლა ყველაზე სწორი დროა. ვლოცულობ, რომ ეს მოხდეს.
ოსიმენმა დროგბას გზა უნდა გააგრძელოს და უმაღლეს მწვერვალს მიაღწიოს. მჯერა, რომ ამის გაკეთებას შეძლებს”, – განაცხადა ადებაიორმა.
შეგახსენებთ, ვეტერანი ტოგოელი სხვადასხვა დროს “არსენალის”, “მანჩესტერ სიტის”, “ტოტენჰემისა” და “კრისტალ პალასის” ღირსებას
იცავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში