ანდრეი სიბიგა – რუსეთის მიერ ჩერნიგოვის ოლქში დანიის ჰუმანიტარულ გამნაღმველ ჯგუფზე განხორციელებული დარტყმა ომის დანაშაულს წარმოადგენს

რუსეთის მიერ ჩერნიგოვის ოლქში დანიის ჰუმანიტარულ გამნაღმველ ჯგუფზე განხორციელებული დარტყმა ომის დანაშაულს წარმოადგენს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა X-ზე წერს.
ს მიერ ჩერნიგოვის ოლქში დანიის ჰუმანიტარულ გამნაღმველ ჯგუფზე განხორციელებული გამიზნული დარტყმა, რომლის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ომის დანაშაულია და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ“, – წერს ანდრეი სიბიგა.
ანდრეი სიბიგამ დაღუპულთა ოჯახებსა და ს სამძიმარი გამოუცხადა.
„რუსეთი ჰუმანიტარულ მუშაკებზე მიზანმიმართული დარტყმების განხორციელებით საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების უარყოფას კიდევ ერთხელ ადასტურებს“, – აცხადებს სიბიგა.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა, რომ „რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმით აღშფოთებულია“.
„ჰუმანიტარული მუშაკების წინააღმდეგ აგრესიის ყველა აქტს მკაცრად ვგმობ. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ პუტინს მისი უკანონო აგრესიული ომის დასრულების განზრახვა არ აქვს“, – აღნიშნა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა რუსეთის მიერ დანიის ჰუმანიტარულ მისიაზე განხორციელებულ თავდასხმას საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა უწოდა.
„სარაკეტო დარტყმის შედეგად დანიელი ჰუმანიტარული მუშაკების დაღუპვა ში რუსეთის ომის სისასტიკეს ასახავს“, – დაწერა კალასმა X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – ეუთო/ოდირიც მოაწვევინეთ და ბოლომდე სახე მობანეთ ამ ანტიეროვნულ, რუსულ, კრიმინალურ ბანდას! – ისტორია შეგარცხვენთ, უკვე თავლაფდასხმულებო, ყველას, „ლელო-გახარიელებს“ და თქვენი გაუგონარი ღალატის ყველა თანამონაწილეს!