2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა საქართველოსა და თურქეთის ნაკრებებს შორის ანგარიშით 2:3 დასრულდა.
პირველი გოლი შეხვედრაში თურქებმა გაიტანეს, თურქმა ფეხბურთელმა მერთ მულდერმა მე-3 წუთზე, ტაიმის ბოლოს 41-ე წუთზე კი ქერემ აქთურქოღლუმ ანგარიში ორამდე გაზარდა, მეორე ტაიმში 52 წუთზე კი აქთურქოღლუმ კიდევ ერთი გოლით დუბლი შეასრულა.
თურქების კარში საქართველოს ნაკრებიდან გოლი ზურიკო დავითაშვილმა შეხვედრის 63-ე წუთზე გაიტანა. შეხვედრის დამატებით დროში თურქეთის კარში ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა.
დღევანდელ შეხვედრაში იყო წითელი ბარათებიც. მსაჯმა თურქ ფეხბურთელ ილმაზს გიორგი ქოჩორაშვილის წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის წითელი ბარათი მისცა და მოედნიდან გააძევა. მსაჯისგან წითელი ბარათი მიიღო საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმაც.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრა თბილისში, „დინამო არენაზე“ მიმდინარეობდა.
