ადასტურებს, რომ „ჰეზბოლამ“ ჩრდილოეთ სარდლობის შტაბბინას დრონით დაარტყა

ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებს, რომ „ჰეზბოლას“ მიერ ლიბანიდან გაშვებულმა დრონმა საფედში ს არმიის ჩრდილოეთ სარდლობის შტაბს დაარტყა.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა და ახლომდებარე შენობა მხოლოდ მცირედით დაზიანდა.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, რამდენიმე საჰაერო სამიზნე მოიგერიეს.
მანამდე, „ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ მათი ერთ-ერთი ლიდერის, ვისამ ალ-ტავილისა და „ჰამასის“ მაღალჩინოსნის, სალეჰ ალ-არურის მკვლელობების საპასუხოდ ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ბაზაზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებს, რომ დღეს დილით, სამხრეთ ლიბანის ტერიტორიაზე „ჰეზბოლას“ სამიზნეებს დაარტყეს.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ წევრი აკაკი გვიანიძე – დღეს ოფიციალურად ამოიწურა ჩემი მანდატის ვადა ბათუმის საკრებულოში – ვემშვიდობები პარტიულ პოლიტიკასაც და პირადი განცხადების საფუძველზე ვტოვებ საპარლამენტო სიას

პროკურატურა – ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც არასრულწლოვანი მეზობლის მიმართ სექსუალური ხასიათის და გარყვნილი ქმედებები განახორციელა, ასევე, დაზარალებულს მომხდარის გახმაურების შემთხვევაში, ოჯახის წევრების მოკვლით დაემუქრა