საზოგადოება ქართული ღვინის წარდგენა გერმანიის ქალაქ დეიდეშეიმში გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით, გერმანიის ქალაქ დეიდეშეიმში, სომელიეთა დაჯილდოების საერთაშორისო ღონისძიების 50 Sommeliers-ის ფარგლებში, ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა, რომელსაც გერმანელი ღვინის ექსპერტი ინგე მაინცერი (Inge Mainzer) უძღვებოდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „ 50 Sommeliers” 2012 წლიდან იმართება და მასში მონაწილეობას სომელიეები, HoReCa სექტორის, გასტრონომიის სფეროს და მედიის წარმომადგენლები იღებენ.
ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანა გერმანია ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა და საექსპორტო ქვეყნების ათეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი.
ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, გერმანულ კომპანიასთან „ff.k Public Relations” ღვინის ეროვნული სააგენტომ თანამშრომლობა 2021 წლიდან დაიწყო. აქტიური პოპულარიზაციის კამპანია მიმდინარე წელსაც გრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ბაჩო ახალაია პროკურორს – ვინც ეს დაგავალა, გადაეცი: საფლავიდან ამოგთხრი – სხდომის დახურვის წინააღმდეგი ვარ – ტერორისტია, ვინც მეგობრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მთხოვდა, მე ტერორისტებთან მოლაპარაკებას არ ვაწარმოებ

ბაჩო ახალაია პროკურორს – სხდომის დახურვის წინააღმდეგი ვარ – ტერორისტია ის, ვინც ჩემი მეგობრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მთხოვდა და ვინც ჩემი ცოლ-შვილი მძევლად აიყვანა – ვინც ეს დაგავალა, გადაეცი: საფლავიდან ამოგთხრი