ირაკლი კობახიძე – მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობით სუს-ი ფუნდამენტურად გაძლიერდება – ძალიან მალე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იქნება ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე იყო ერთი და ორი წლის წინ

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობით ფუნდამენტურად გაძლიერდება.
კობახიძის შეფასებით, უწყების ახალ ხელმძღვანელს კონკრეტული გეგმები აქვს.
„მამუკა მდინარაძის დანიშვნა სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელად ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, რომ თვისობრივად გავაძლიეროთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობით სამსახური ფუნდამენტურად გაძლიერდება. მას აქვს ძალიან კონკრეტული გეგმები ყველა მიმართულებით. თქვენ თავადაც დარწმუნდებით, რომ ძალიან მალე, უახლოესი თვეების განმავლობაში შედეგები იქნება ხელშესახები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იქნება ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე იყო ერთი და ორი წლის წინ“, – განაცხადა მ.