ევრობასკეტის მე-5 ტურში, A ჯგუფში, თურქეთის ნაკრებმა ტურნირის მოგების მთავარი ფავორიტი სერბეთის ნაკრები 95:90 დაამარცხეს.
შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, ორივე გუნდს ეტყობოდა რომ გამარჯვების მოპოვება და ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება სურდათ.
უნდა ითქვას ისიც, რომ სერბეთის ნაკრებს ტრავმის გამო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ბოგდან ბოგდანოვიჩი ვერ ეხმარებოდა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ალფერენ შენგუნი გახდა, ახალგაზრდა თურქმა კალათბურთელმა 36 წუთში 28 ქულა, 13 მოხსნა და 6 ასისტი მიითვალა.
გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა თურქეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა შეინ ლარკინმაც, გამოცდილმა გამთამაშებელმა 23 ქულა, 2 მოხსნა და 9 შედეგიანი პასი დააგროვა.
სერბეთის ნაკრებისა და მსოფლიო კალათბურთის ვარსკვლავმა ნიკოლა იოკიჩმა 33 წუთში 22 ქულა, 9 მოხსნა და 4 ასისტი მიითვალა.
ამრიგად, 10 ქულით A ჯგუფის გამარჯვებული თურქეთის ნაკრები გახდა, ერგინ ათამანის გაწვრთნილი გუნდი ტურნირის მერვედფინალში შვედეთს დაუპირისპირდება.
სერბებმა ჯგუფში 9 ქულით მეორე ადგილი დაიკავეს და მერვედფინალში ლაური მარკანენის ფინეთის ნაკრებს შეხვდებიან.
“ჩემი უკანალი გადაარჩინეს” – იტალიელთა მწვრთნელი გუნდს სიყვარულში გამოუტყდა
[VIDEO] “დენვერის” დაუჯერებელი ქამბექი – “ოკლაჰომამ” თითქმის მოგებული მატჩი წააგო
[VIDEO] “დენვერმა” სერიის მე-7 მატჩში “კლიპერსი” დამაჯერებლად დაამარცხა
[VIDEO] ევრობასკეტის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია – ისრაელის ნაკრებმა საფრანგეთი 13 ქულით დაამარცხა
[VIDEO] მარკანენის შოუ ტამპერეში – ლაურიმ დიდ ბრიტანეთს 23 წუთში 43 ქულა ჩაუგდო
[VIDEO] კატასტროფული მეოთხე მეოთხედი – საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა
იოკიჩმა “დენვერს” შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
[VIDEO] იოკიჩი VS დონჩიჩი – სერბეთის ნაკრებმა სლოვენია 34 ქულით დაამარცხა
საქართველოსთან მარცხის შემდეგ ესპანეთმა ხასიათი გამოისწორა – სკარიოლოს გუნდმა ბოსნია და ჰერცეგოვინა გაანადგურა
თურქეთი მაგრად იწყებს – ლატვია შინ 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] ასე ერთობა ნიკოლა იოკიჩი ჩინეთში
“ჩემი უკანალი გადაარჩინეს” – იტალიელთა მწვრთნელი გუნდს სიყვარულში გამოუტყდა
[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია – იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და “დენვერმა” “ოკლაჰომა” დაამარცხა
სერბეთმა იტალია ბეჭებზე დადო!

 
				 
								
 
								

