„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ჯუმბერ იზორია: ამაყი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა გავხდე ჩხოროწყუს რჩეული ხალხის რჩეული

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ჩხოროწყუში, ჯუმბერ იზორია, მოსახლეობასთან წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს. ჯუმბერ იზორიას განცხადებით, მას ბევრად მეტის გაკეთება შეუძლია ჩხოროწყუს მოსახლეობისთვის მერის პოზიციიდან. „მე ამაყი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა გავხდე ჩხოროწყუს რჩეული ხალხის რჩეული. მეტის გაკეთება შემიძლია ამ პოზიციაზე, ვიდრე მე დღემდე გამიკეთებია. ყველა სოფელსა და უბანს უნდა მიეწოდებოდეს წყალი, ყველა უბანში უნდა შევიდეს გზა. ტურიზმის მიმართულება უნდა განვითარდეს, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს უდიდესი პოტენციალი, რომ ტურიზმი განვავითაროთ“,- აცხადებს ჯუმბერ იზორია.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი ბერდია სიჭინავას: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა არც პოლიტიკური კრიტიკაა და არც “ქართულ ჯიგრულ პონტში” ჯდება – კარგად იცი, შარმანაშვილი რთულ დაავადებას ებრძვის. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ადამიანობა ყველასთვის ერთი სტანდარტი უნდა იყოს