სამხრეთ კორეაში ძაღლების ჭამა და ხორცით ვაჭრობა აიკრძალება

სამხრეთ კორეის პარლამენტში მიიღეს კანონპროექტი, რომელიც ძაღლების ჭამასა და ხორცით ვაჭრობას კრძალავს.
მმართველი პარტიის მიერ წარდგენილ კანონპროექტს ერთპალატიანი პარლამენტის დიდმა უმრავლესობამ – 208 ხმით – დაუჭირა მხარი. ცვლილების მიხედვით, ახალი კანონის ამოქმედებიდან სამი წლის განმავლობაში საშეღავათო პერიოდი იქნება. კანონის დარღვევა სამ წლამდე პატიმრობით ან $22800-ის რაოდენობის ჯარიმით დაისჯება.
“კანონპროექტი დაამთავრებს ადამიანების მოხმარებისთვის ძაღლების მოშენებასა და მოკვლას”. – ამბობს ცხოველთა დაცვის ჯგუფის წევრი ბორამი სეო.
ძაღლის ხორცის ჭამის აკრძალვის აქტის მიღება სამხრეთ კორეაში წარსულშიც სცადეს, თუმცა, ინდუსტრიაში მყოფი ბიზნესის წარმომადგენლებისგან მძლავრი პროტესტის შედეგად, ყველა მცდელობა ჩავარდა.
ძაღლის ხორცის ჭამა სამხრეთ კორეაში საუკუნოვანი ტრადიციაა. მთავრობის მონაცემებით, დღესდღეობით ძაღლების გამრავლების 1 150-მდე ფერმაა, 34 სასაკლაო და 1 600-მდე რესტორანი, სადაც ძაღლის ხორცს მოიხმარენ.
მიუხედავად ამისა, ძაღლის ხორცის ჭამის წინააღმდეგ მყოფი ადამიანების რაოდენობა დრო და დრო იმატებს. 2022 წლის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 64% ეწინააღმდეგება ძაღლის ხორცის ჭამას, ხოლო ბოლო გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ერთი წლის მანძილზე მოსახლეობის მხოლოდ 6%-ს აქვს ძაღლის ხორცი ნაჭამი და 93%-ის თქმით, მათ არ აქვთ სურვილი მომავალში ძაღლის ხორცი გასინჯონ.

ასევე დაგაინტერესებთ

მწერალი ალექ ჩიღვინაძე: „0 თანაგრძნობა“ მაქვს! 0! – რამდენჯერმე გაიმეორა. ეს ფრაზა ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება არა მხოლოდ დემოკრატიული სახელმწიფოს იდეას, ეწინააღმდეგება ქრისტიანობას, ეწინააღმდეგება ქართულ კულტურას

ნიკოლოზ რაჭველი: ჩემი ნაწერით ახლა შესაძლოა გარკვეულ პრობლემას მეც ვუქმნიდე კოლექტივს, რომელსაც საკუთარ სამშობლოში ვხელმძღვანელობ და რომლის ერთ დროს გადარჩენასა და გაძლიერებაში გია ყანჩელთან და ლექსო თორაძესთან ერთად მასაც აქვს უდიდესი დამსახურება!