ომბუდსმენი – სხვადასხვა საჯარო პირის, მათ შორის, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, რომელიც დეზინფორმაციული ხასიათისაა, მიზნად ისახავს სახალხო დამცველის ინსტიტუტის საქმიანი რეპუტაციის შელახვას

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს ეხმაურება და განმარტავს, რომ ის არის დეზინფორმაციული ხასიათის.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სალომე ზურაბიშვილის განცხადება მიზნად ისახავს სახალხო დამცველის ინსტიტუტის საქმიანი რეპუტაციის შელახვას, ინსტიტუტის მიმართ უნდობლობის გაზრდას და აზიანებს ადამიანის უფლებების დაცვის პროცესს.
„სახალხო დამცველი ეხმიანება ბოლო პერიოდში სხვადასხვა საჯარო პირის, მათ შორის, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს, რომელიც არის დეზინფორმაციული ხასიათის, მიზნად ისახავს სახალხო დამცველის ინსტიტუტის საქმიანი რეპუტაციის შელახვას, ინსტიტუტის მიმართ უნდობლობის გაზრდას და აზიანებს ადამიანის უფლებების დაცვის პროცესს. სახალხო დამცველი შეახსენებს ყველას, რომ ის არის კონსტიტუციური და დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც ყოველგვარი ჩარევის გარეშე დამოუკიდებლად ზედამხედველობს, აფასებს მოვლენებს და შესაბამისი ფორმით ახდენს საზოგადოების ინფორმირებას“,-აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ლევან იოსელიანი შესაძლო ძალადობისა და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით „დუმს და უმოქმედოა“.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?