მედია – თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა იმყოფებოდა, საჰაერო სივრცეში დრონის შესახებ ინფორმაციის გამო, გარკვეული დროის განმავლობაში ვილნიუსის აეროპორტში დაშვება ვერ მოახერხა

თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა იმყოფებოდ, გარკვეული დროის განმავლობაში ვილნიუსის აეროპორტში დაშვება ვერ მოახერხა, რადგან გავრცელდა ინფორმაცია, რომ საჰაერო სივრცეში, სავარაუდოდ, დრონი იმყოფებოდა, – ინფორმაციას მედია საშუალებები ლიეტუვის პრეზიდენტის პრესსპიკერზე, ტომას ბერზინსკასზე დაყრდნობით ავრცელებენ.
“ვილნიუსის აეროპორტთან მიახლოებისას მიღებული იქნა ინფორმაცია დრონის აღმოჩენის შესახებ და რომ დაშვება კვლავ იყო. პილოტებმა მიიღეს ყველა უსაფრთხოების ზომა და გარკვეული დროის შემდეგ დაეშვნენ”, – განაცხადა პრესსპიკერმა.
Flightradar24-ის ცნობით, ნაუსედას თვითმფრინავი ჰელსინკიდან 19:10 საათზე აფრინდა, ვილნიუსის თავზე წრეების დატრიალება დაიწყო და აეროპორტში 21:17 საათზე დაეშვა.
კომპანია Oro navigacija-მ განმარტა, რომ ლიეპკალნისის ტერიტორიის თავზე დრონის შესახებ ინფორმაცია ლიეტუვის საავიაციო უსაფრთხოების სამსახურიდან გავრცელდა.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: სად არიან ის კომპანიები, რომლებსაც პარლამენტში დაატარებდნენ და ფასების უკანონო შეთანხმებაში სდებდნენ ბრალს? სად არიან ბობოლა ნავთობიმპორტიორები, რომლებიც წლების განმავლობაში გარიგებული მაღალი ფასებით ძარცვავენ ხალხს?…

მიხეილ სააკაშვილი – 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია, უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში – საქართველოს გასათავისუფლებლად