დონალდ ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება აშშ-ის კოსმოსური სამეთაურო შტაბის კოლორადოდან ალაბამაში გადატანაზე

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ -ის კოსმოსური სამეთაურო შტაბი კოლორადოდან ალაბამის შტატში, ჰანტსვილში გადააქვს. “ჰანტსვილი იქნება სარაკეტო ქალაქი”, – განაცხადა მან 2 სექტემბერს თეთრ სახლში.
ამ გადაწყვეტილებით ტრამპმა გააუქმა პრეზიდენტ ს გადაწყვეტილება, რაც კოსმოსური სამეთაურო შტაბის კოლორადოში მუდმივად დატოვებას გულისხმობდა და ამით თავის დროზე ბაიდენმა გააუქმა ტრამპის 2021 წლის გადაწყვეტილება სამეთაურო შტაბის ალაბამაში გადატანის შესახებ. თავდაპირველად შტაბი კოლორადოში დროებით განათავსეს, როცა 2019 წელს შეიქმნა აშშ-ის სამხედრო კოსმოსური პროგრამა.
ალაბამის სენატორი ტომი ტუბერვილი და შტატის სხვა ლიდერები მოითხოვდნენ კოსმოსური სამეთაურო შტაბის ალაბამაში მუდმივად განთავსებას და ამის გამო უპირისპირდებოდნენ ბაიდენის ადმინისტრაციას.
ტრამპის განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაცია მცდარად შეეწინააღმდეგა მის ადრინდელ გადაწყვეტილებასო.
“ჩვენ კოსმოსურ რბოლაში ჩამოვრჩებით ჩინეთსა და რუსეთს” – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა 2 სექტემბერს.
2022 წელს მთავრობის ანგარიშვალდებულების ოფისის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ალაბამაში სწორედ ჰანტსვილს მიენიჭა უპირატესობა ხუთ სხვა ადგილმდებარეობას შორის. თუმცა, ბაიდენმა 2023 წელს არჩია კოსმოსური სამეთაურო შტაბი კოლორადოში დაეტოვებინა, რაც მომხრეთა შეფასებით, საუკეთესო გადაწყვეტილება იყო სამხედრო მზადყოფნისთვის.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ონისე ცხადაძე – ჩემთან რაც დააშავეთ, მიპატიებია, მაგრამ ქვეყანას რასაც უშავებთ, ნურას უკაცრავად – ყველაზე სწორი იქნება, გახსნათ ეს წყეული, მონჯღრეული კარი, რომელიც, ალბათ, ცოდვებისგანაა ასეთ დღეში და აქედან გაგვიშვათ

გიორგი ტერიშვილი – არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის! ყველაზე დიდი დამნაშავე არის „ქართული ოცნების“ პრემიერი და პროკურატურა, რომელიც ზის ახლა ჩვენ წინ და თავს ვერ სწევს – ასე იქნებით მთელი ცხოვრება, თავს ვერ აწევთ!