თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს – მან “ანორთოსისში” დაბრუნებაზე უარი თქვა

კვიპროსის ჩემპიონატის ცუდად დაწყების შემდეგ (2 მატჩში 1 ქულა) “ანორთოსისმა” მთავარი მწვრთნელი ხუაკინ გომესი გაათავისუფლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ფამაგუსტელებს მესამე ვადით თემურ ქეცბაიას დაბრუნება სურდათ, მაგრამ ქართველმა უარი განაცხადა.
ჟურნალისტი ჩარალაბოს პარპეტასი წერს, რომ ეს ორი მიზეზითაა განპირორებული. პირველი ისაა, რომ “ანორთოსისს” ამ დროისთვის ისეთი შემადგენლობა ჰყავს, რომელსაც მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია, მეორე კი ისაა, რომ თემურის მიმართ ინტერესი ერთ-ერთ ქართულ კლუბს (სახელი არ გაჟღერებულა) აქვს და შესაძლოა, ქეცბაია ჩვენს ეროვნულ ლიგაში დასაქმდეს.
კვიპროსული მედიის ინფორმაციით, ახლა “ანორთოსისს” წარსულში ცნობილ იტალიელ-არგენტინელი ფეხბურთელის მაურო კამორანეზის მიწვევა სურს.
რაც შეეხება ქეცბაიას, ის ბოლოს კვიპროსის ნაკრებს წვრთნიდა, საიდანაც 2024 წელს წამოვიდა და მას შემდეგ უმუშევარია.
· ვაი, სადაც ეგ მივა))) აბა დაიწყება იბიო მატები ახალ გუნდში.)))) არ გამოვიდა მაგ თაობიდან ძლიერი მწვრთნელები. დუშეთის არაგვში კი ბატონო…..
· LL წარმატებები თემურს, სიმართლის მოყვარულ და გულიან კაცს
“დილა” და “გაგრა” სამ-სამი ქულით
ორი ფრე და ლიდერის გამარჯვება: იბერიელებს დადიანმა მოაგებინა
თბილისის “დინამო” კლუბის ნაწილობრივ გაყიდვას არ ადასტურებს
თემურ ქეცბაიამ ნაკრები “ბასაზე” ავარჯიშა