SportItalia-ს ჟურნალისტი იოლანდა დე რიეცო “ნაპოლისა” და “უნიონის” გუშინდელ შეხვედრას ეხმაურება და “პარტენოპეის” პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისის შესახებ წერს.
როგორც ჩვენი იტალიელი კოლეგა აღნიშნავს, პროდიუსერის საქციელმა ის გააოცა.
“მე შევხვდი დე ლაურენტისს “უნიონთან” მატჩის შემდეგ და ერთმა დეტალმა გამაოცა. პრეზიდენტს თითქმის არ ულაპარაკია, მან მხოლოდ რამდენიმე სიტყვა თქვა.
ასევე ვნახე ფეხბურთელები და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ისინი ძალიან იმედგაცრუებულები არიან”, – წერს დე რიეცო.
მოგეხსენებათ, “ნაპოლისა” და “უნიონის” მატჩი 1:1 დასრულდა.
უნდა წავიდეს ამ სეზონის მერე სხვა გუნდში.ამათ თავში აქვთ ავარდნილი უმეტესობას, რახან ჩემპიონები გახდნენ.ყველას პელე გონია თავი, თან ეს უაზრო მწვრთნელიც ზემოდან.კი ,გასაგებია მაგრამ ნეაპოლში, ხალხს მაგრა უყვარს, მაგრამ თავის განვითარებისთვის ეგრე აჯობებს.