თორნიკე გოშაძის დედა – ჩვენი შვილები სიცილით შეეგებნენ განაჩენს, კი ხალხში ვერ გავა ვერასდროს! ბრძოლა ბოლომდე!

ჩვენი შვილები სიცილით შეეგებნენ განაჩენს, ირაკლი კი ხალხში ვერ გავა ვერასდროს! ბრძოლა ბოლომდე! – ასე მიმართა მსჯავრდებულ თორნიკე გოშაძის დედამ, მარიზი მ თბილისის საქალაქოს ეზოში მყოფ მოქალაქეებს.
მას შემდეგ რაც აქციებზე დაკავებული 8 პირის შესახებ გამამტყუნებელი განაჩენი გამოცხადდა, მსჯავრდებულთა ახლობლებმა და მოქალაქეებმა სასამართლოს ეზოში საქართველოს დროშა გაშალეს. ისმოდა შეძახილები: „ბრძოლა ბოლომდე!” „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!”
„9 თვეა ვიბრძვით ადვოკატებთან ერთად, შანსი ჰქონდა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს, რომ დღეს ისტორია დაეწერა. თურმე, მონობა ადვილია, საქართველოს სიყვარული ყოფილა რთული. ს მონები სხედან აქ. ეს პატიმრობა არის ირაკლი კობახიძის დამსახურება და ყველაზე დიდ სასჯელს მიიღებს.
ჩვენ ვიამაყებთ ჩვენი შვილებით. დღეს ისინი სიცილით შეეგებნენ განაჩენს, კი ხალხში ვერ გავა ვერასდროს. ბრძოლა ბოლომდე, ეს არის გამარჯვებული ბიჭების პროცესი!“ – განაცხადა მარიზი კობახიძემ.
მოქალაქეები სასამართლოს ეზოს ტოვებენ შეძახილებით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”, „დამხობა რეჟიმს”.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულთაგან ხუთ პირს, მათ შორის მანანა გიორგობიანს ბრალი წარედგინა – დადგინდა, რომ დაპირისპირება გიორგობიანისთვის სუპერმარკეტის თანამშრომლის მიერ თანხის დახურდავებაზე უარს მოჰყვა

ირაკლი კობახიძე – 2022 წლიდან ხელოვნურ გამოწვევებს ვაწყდებოდით ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, საბოლოოდ, არათუ საქართველომ შეაჩერა რამე, არამედ ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა ჩვენი ევროინტეგრაციის გარკვეული დროით შეჩერება

პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 43 პირს ბრალდება წარუდგინა