დანიის მინისტრი ევროპის საკითხებში – გვაქვს რეგიონული მიდგომა ევროკავშირის გაფართოების საკითხში, როდესაც საქმე მოლდოვასა და უკრაინას ეხება

ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მოლდოვასა და უკრაინის გაცალკევება უკრაინის მიმართ უსამართლო იქნება, – ამის შესახებ დანიის მინისტრმა ევროპის საკითხებში, მარი ბიერემ კოპენჰაგენში, არაფორმალური მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს რეგიონული მიდგომა გაფართოების საკითხში, როდესაც საქმე მოლდოვასა და ს ეხება. გაფართოების პროცესში ახალი იმპულსის მიზეზი უკრაინაა. ეს გამოწვეულია ს მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრით, ახლა საქმე უსაფრთხოებას ეხება და უკრაინის მარტო დატოვება უსამართლო იქნება. უკრაინასთან დაკავშირებითაც წინ უნდა წავიდეთ“, – აღნიშნა მინისტრმა.
შეგახსენებთ, კოპენჰაგენში დღეს ევროკავშირის ქვეყნების ევროპის საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა იმართება.