სალომე ზურაბიშვილი ანტონ ჩეჩინის მიმართ გამოტანილ განაჩენზე – ეს არ არის სამართლიანობა – ეს არის პოლიტიკური ტერორის სასტიკი აქტი

ტერორი საქართველოში: ანტონ ჩეჩინს 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა საქართველოს პროევროპული მოძრაობის მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი შეფასებით, ეს არის „პოლიტიკური ტერორის სასტიკი აქტი იმ რეჟიმის მიერ, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, ქვეყნის ევროპული მომავალი ჩაახშოს“.
„ეს არ არის სამართლიანობა – ეს არის პოლიტიკური ტერორის სასტიკი აქტი იმ რეჟიმის მხრიდან, რომელიც მოწოდებულია, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი ჩაახშოს“, – წერს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ს ფედერაციის მოქალაქეს, ანტონ ჩეჩინს, რომელიც ნარკოდანაშაულშია ბრალდებული, 8 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა, ტარებას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20- წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.