კაია კალასი – ს წვლილი უკრაინის გამარჯვებაში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის მშპ-ს 0,25%-ი იქნება

ესტონეთი უკრაინის დაცვაში, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,25%-ის ჩადებს, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა.
ს წვლილი უკრაინის გამარჯვებაში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მშპ-ს 0,25%-ი იქნება. თუ თითოეული ქვეყანა 0,25%-ს გაიღებს, ეს არის ის, რაც ს ამ ომის მოსაგებად სჭირდება“, – განაცხადა კალასმა და ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და სხვა ქვეყნებს მოუწოდა, ესტონეთის მაგალითს მიჰყვნენ.
კაია კალასის განცხადებით, 2022 წლიდან ესტონეთმა ს თითქმის 500 მილიონი ევროს ოდენობით სამხედრო დახმარება გაუწია.
„ეს ასევე აუცილებელია ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – განმარტა ესტონეთის პრემიერმა.
კაია კალასის თქმით, ზოგიერთ დემოკრატიულ ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრი ანელებს გადაწყვეტილების მიღებას.
ესტონეთის პრემიერი მიიჩნევს, რომ აუცილებელია სხვადასხვა ქვეყანაში თანმიმდევრული ახსნა-განმარტებითი სამუშაოების ჩატარება იმის შესახებ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი უკრაინის მხარდაჭერა.