,,წინააღმდეგობის პლატფორმისა“ და „ოპოზიციურ რვიანთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ,,წინააღმდეგობის პლატფორმისა“ და „ოპოზიციურ რვიანთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ,,წინააღმდეგობის პლატფორმა” არ დაშლილა, თუმცა მონაწილე პარტიების ლიდერების უმეტესობა „რუსული რეჟიმის“ ციხეშია, რაც შეეხება „ოპოზიციურ რვიანს“, განცხადებაში ნათქვამია, რომ ზურაბიშვილი მისი შექმნის არც ინიციატორი და არც მონაწილე არასოდეს ყოფილა, თუმცა არცერთი ოპოზიციური გაერთიანების მცდელობის წინააღმდეგი არ არის და არც იქნება.
„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შეიქმნა ,,წინააღმდეგობის პლატფორმა”, რომელიც არ დაშლილა, თუმცა მასში მონაწილე პარტიების ლიდერების უმეტესობა ამჟამად რუსული რეჟიმის მიერ ციხეშია გამოკეტილი.
რაც ეხება ოპოზიციურ რვიანს, რომელიც ,,წინააღმდეგობის პლატფორმის” შექმნის შემდეგ, მოგვიანებით ჩამოყალიბდა, პრეზიდენტი ზურაბიშვილი მისი შექმნის არც ინიციატორი და არც მონაწილე არასოდეს ყოფილა, თუმცა არცერთი ოპოზიციური გაერთიანების მცდელობის წინააღმდეგი არ არის და არც იქნება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?