ყველანაირი საუბრები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ მიიწვიეს[საქართველო] და ა.შ. არის წმინდა წყლის სპეკულაცია და აბსოლუტურად არანაირი მარცვალი სიმართლის ამ განცხადებებში არ არის

ყველანაირი საუბრები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ მიიწვიეს[საქართველო] და ა.შ. არის წმინდა წყლის სპეკულაცია და აბსოლუტურად არანაირი მარცვალი სიმართლის ამ განცხადებებში არ არის
საქართველო არც ამ ორგანიზაციის წევრია და ჩვენი გაცხადებული მიზანიც არ არის ამ ორგანიზაციაში წევრობა, – განუცხადა „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა შანხაის სამიტთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ყველანაირი საუბრები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ მიიწვიეს და ა.შ. არის წმინდა წყლის სპეკულაცია და აბსოლუტურად არანაირი მარცვალი სიმართლის ამ განცხადებებში არ არის.
„საქართველო არც ამ ორგანიზაციის წევრია და ჩვენი გაცხადებული მიზანიც არ არის ამ ორგანიზაციაში წევრობა. ჩვენი გაცხადებული მიზანია ევროკავშირსა და ნატოში წევრობა. ამიტომ, ბუნებრივია, რომ საქართველო იმ საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების გათვალისწინებით, რაც დღეს აქვს ქვეყანას, ვერ იქნებოდა ამ ორგანიზაციის წევრი. შესაბამისად, ყველანაირი საუბრები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ მიიწვიეს და ა.შ. არის წმინდა წყლის სპეკულაცია და აბსოლუტურად არანაირი მარცვალი სიმართლის ამ განცხადებებში არ არის“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
ოპოზიციის მორიგი სპეკულაცია ამჯერად ჩინეთში საქართველოს ხელისუფლების მიწვევა-არ მიწვევის საკითხზე. ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ცდილობენ საზოგადოებას დააჯერონ, რომ ჩინეთმა საქართველოს ხელისუფლება სამიტზე არ დაპატიჟა. ტრადიცია კი ასეთია – ღონისძიებას ესწრებიან შანხაის სამიტის წევრები და დამკვირვებელი ქვეყნის წარმომადგენლები.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი ბერდია სიჭინავას: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა არც პოლიტიკური კრიტიკაა და არც “ქართულ ჯიგრულ პონტში” ჯდება – კარგად იცი, შარმანაშვილი რთულ დაავადებას ებრძვის. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ადამიანობა ყველასთვის ერთი სტანდარტი უნდა იყოს