“10 წუთის განმავლობაში მწვრთნელს ამას ეკითხებოდა” – იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩაზე წერს

იტალიური გამოცემა Dazn-ის ჟურნალისტი ალესიო დე ჯუზეპე “ტორინოსა” და “ნაპოლის” (3:0) მატჩს გამოეხმაურა.
მისი თქმით, “პარტენოპეის” გარემარბს, ს სამწვრთნელო შტაბთან მცირე გაუგებრობა ჰქონდა.
“მეორე ტაიმის დაწყებიდან დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ხვიჩამ სათადარიგოთა სკამისკენ რამდენჯერმე იკითხა თუ რა უნდა გაეკეთებინა. ძალიან დაბნეული იყო. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ “ნაპოლის” თამაში ტაქტიკურად გაუმართავია.
შეგახსენებთ, “ნაპოლი” სერია A-ს სატურნირო ცხრილში 28 ქულით მე-9 ადგილზეა. ვალტერ მაცარის გუნდი მორიგ მატჩს 13 იანვარს, “სალერნიტანას” წინააღმდეგ გამართავს.