ჩინეთში მიწვევასთან დაკავშირებით რაც გავიგონეთ ე.წ. ოპოზიციის მხრიდან, არის სრული სიყალბე, იმიტომ, რომ სამიტის წევრი, დამკვირვებელი ან დიალოგში მყოფი ქვეყანა უნდა იყო, როგორიც სომხეთი, აზრებაიჯანი და კიდევ 12 სახელმწიფოა

ჩინეთში მიწვევასთან დაკავშირებით რაც გავიგონეთ ე.წ. ოპოზიციის მხრიდან, არის სრული სიყალბე, იმიტომ, რომ სამიტის წევრი, დამკვირვებელი ან დიალოგში მყოფი ქვეყანა უნდა იყო, როგორიც სომხეთი, აზრებაიჯანი და კიდევ 12 სახელმწიფოა
ეს, რაც გავიგონეთ ჩინეთში მიწვევასთან დაკავშირებით ე.წ. ოპოზიციის თუ ოპონენტების მხრიდან, არის სრული თაღლითობა, სიყალბე და სამარცხვინო განცხადება, – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, ოპონენტების განცხადებები ჩინეთში გამართულ შანხაის სამიტზე საქართველოს ხელისუფლების არყოფნასთან დაკავშირებით.
მისი განმარტებით, სამიტს ესწრებიან წევრი, დამკვირვებელი ან დიალოგში მყოფი ქვეყნები, როგორებიც მაგალითად, სომხეთი და აზრებაიჯანი არიან. ვოლსკის თქმით, გასაკვირი არ არის, რომ საკუთარი ქვეყნის მტრები პოლიტიკური მიზნებისთვის ამ თემასაც იყენებენ.
“ჯერ ერთი, ორგანიზაციის წევრი უნდა იყო. ან წევრი უნდა იყო, ან დამკვირვებელი უნდა იყო, ან დიალოგში მყოფი ქვეყანა, როგორიც, ვთქვათ, სომხეთი და აზერბაიჯანია. მათ გარდა კიდევ 12 სახელმწიფოა ასეთი. საკუთარი ქვეყნის მტერს შეუძლია, რომ ეს თემაც გამოიყენოს ასეთი თაღლითური, პოლიტიკური მიზნისთვის, თუმცა არ გვიკვირს“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
Previous: ამ ღია წერილს ის მაინც მოყვეს, რომ -ს მხრიდან საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობების შეწყვეტის გადაწყვეტილება გადაიხედოს

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი ბერდია სიჭინავას: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა არც პოლიტიკური კრიტიკაა და არც “ქართულ ჯიგრულ პონტში” ჯდება – კარგად იცი, შარმანაშვილი რთულ დაავადებას ებრძვის. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ადამიანობა ყველასთვის ერთი სტანდარტი უნდა იყოს