ჩინეთში გაიხსნა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მეთაურთა სხდომა

ჩინეთის ქალაქ ტიანძინში დღეს, 1 სექტემბერს დაიწყო შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მეთაურთა სხდომა. მას რუსეთის პრეზიდენტი პუტინიც ესწრება.
სხდომა იმართება ორგანიზაციის ქვეყნების ლიდერთა სამიტის ფარგლებში, რომელსაც ტიანძინი 31 აგვისტოდან მასპინძლობს.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია 2001 წლის ივნისში დააფუძნეს ჩინეთის, რუსეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის და ტაჯიკეთის ლიდერებმა. 2017-2024 წლებში ორგანიზაციას შეუერთდნენ ინდოეთი, , ირანი და ბელარუსი.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის პარტნიორია 15-მდე ქვეყანა, მათ შორის სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი.
1 სექტემბერს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მეთაურთა სხდომა ჩინეთის მეთაურმა, სი ძინპინმა გახსნა.
როგორც რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ წერს, სხდომის დაწყების წინ ხანმოკლე საუბარი იყო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, ჩინეთის ლიდერ სი ძინპინსა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის შორის.
სხდომის გახსნისას სი ძინპინმა განაცხადა, რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ქვეყნებმა უმოკლეს ვადაში უნდა გაააქტიურონ უსაფრთხოების გამოწვევებზე რეაგირების და ნარკოტიკების მაკონტროლებელი ცენტრები და რაც შეიძლება სწრაფად შექმნან შანხაის ორგანიზაციის განვითარების ბანკი. სი ძინპინის თანახმად, ჩინეთი ორგანიზაციის ბანკთაშორისი გაერთიანების წევრებს უახლოესი სამი წლის განმავლობაში მისცემს 1,4 მილიარდი დოლარის კრედიტებს.
უკრაინაში ომის გამო დასავლეთისგან იზოლირებული და სანქცირებული აქტიურად ცდილობს ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაღრმავებას სხვა ქვეყნებთან, პირველ ყოვლისა, ჩინეთსა და ინდოეთთან.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა