აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან სამედიცინო დაწესებულების ჩვეულებრივ პალატაში გადაიყვანეს. აღნიშნულის შესახებ პენტაგონის სპიკერმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა.
რაიდერის თქმით, ლოიდ ოსტინი გამოჯანმრთელდა და კარგ განწყობაზეა.
სპიკერის თქმით, ოსტინს აქვს სრული წვდომა უსაფრთხო კომუნიკაციებზე და აგრძელებს თავდაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მონიტორინგს მთელ მსოფლიოში.
„ჰოსპიტალიზაციის შემდეგ ოსტინმა გაიარა ტესტირება. 2 იანვარს, გარკვეული უფლებამოსილება გადაეცა თავდაცვის მდივნის მოადგილეს კეტლინ ჰიქსს მდივნის მდგომარეობის გამო და სამედიცინო რჩევის საფუძველზე“, – აცხადებს რაიდერი.
თავად ოსტინმა, პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, აღნიშნა, რომ გამოჯანმრთელდა. მანვე დასძინა, ესმის მედიის შეშფოთების, რადგან უკეთ შეეძლო საზოგადოების ინფორმირება.