პრაღაში აღმოაჩინეს „ყოჩაღი ჯარისკაცი შვეიკის“ ორიგინალის ხელნაწერები

ჩეხი მწერლის, იაროსლავ ჰაშეკის ცნობილი რომანის, „ყოჩაღი ჯარისკაცი შვეიკი და მისი თავგადასავალი მსოფლიო ომის დროს“ ორიგინალის ხელნაწერები აღმოაჩინეს ში. “რადიო პრაღის” ცნობით, ნაწარმოების ხელნაწერები ჰაშეკის გამომცემლის, ადოლფის, მამულში იპოვეს.
ჰაშეკის „შვეიკის თავგადასავალი“ ჩეხურენოვანი ლიტერატურის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია.
1920-1923 წლებში დაწერილი თავგადასავალი მრავალ ენაზე ითარგმნა, მისი მიხედვით დადგმულია ბევრი წარმოდგენა და გადაღებულია ფილმები.
ჩეხეთის ეროვნული ლიტერატურის მუზეუმის დირექტორმა, მიხალ შტეჰლიკმა, რადიოსადგურს განუცხადა, რომ ეს მასალა ნაზავია „უნიკალურობისა, აღმოჩენის და სასწაულისა.”
დოკუმენტები მოიცავს რომანის მეორე ნაწილის ფრაგმენტებს, მთლიან მესამე ნაწილს და მეოთხე ნაწილის რამდენიმე ფრაგმენტს, რომელზეც ჰაშეკი 1923 წლამდე, გარდაცვალებამდე მუშაობდა.
ლიტერატურული არქივი ამჟამად გეგმავს ხელნაწერების რაც შეიძლება სწრაფად აღდგენას, მათ გაციფრულებას და იმის უზრუნველყოფას, რომ მათი შესწავლა მოხდეს. გამოცხადდა, რომ ხელნაწერების ნაწილი მალე იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი.

ასევე დაგაინტერესებთ

ონისე ცხადაძე – ჩემთან რაც დააშავეთ, მიპატიებია, მაგრამ ქვეყანას რასაც უშავებთ, ნურას უკაცრავად – ყველაზე სწორი იქნება, გახსნათ ეს წყეული, მონჯღრეული კარი, რომელიც, ალბათ, ცოდვებისგანაა ასეთ დღეში და აქედან გაგვიშვათ

გიორგი ტერიშვილი – არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის! ყველაზე დიდი დამნაშავე არის „ქართული ოცნების“ პრემიერი და პროკურატურა, რომელიც ზის ახლა ჩვენ წინ და თავს ვერ სწევს – ასე იქნებით მთელი ცხოვრება, თავს ვერ აწევთ!