ტარიფების შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე – ყველა ტარიფი ძალაშია – თუ ეს ტარიფები ოდესმე გაუქმდება, ქვეყნისთვის სრული კატასტროფა იქნება

ყველა ტარიფი ძალაშია, – ასე გამოეხმაურა -ის პრეზიდენტი, ტარიფების შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
„დღეს უაღრესად მიკერძოებულმა სააპელაციო სასამართლომ არასწორად განაცხადა, რომ ჩვენი ტარიფები უნდა გაუქმდეს, თუმცა მათ იციან, რომ საბოლოოდ ამერიკის შეერთებული შტატები გაიმარჯვებს. თუ ეს ტარიფები ოდესმე გაუქმდება, ეს ქვეყნისთვის სრული კატასტროფა იქნება. ეს ფინანსურად დაგვასუსტებს და ჩვენ ძლიერები უნდა ვიყოთ. თუ ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩება, ის ამერიკის შეერთებულ შტატებს გაანადგურებს“, – წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.
მისი თქმით, „ტარიფები ამერიკელი მუშებისა და იმ კომპანიების დასახმარებლად, რომლებიც პროდუქციას ამერიკაში ქმნიან, საუკეთესო ინსტრუმენტია“.
„დიდი ხნის განმავლობაში, ჩვენი უგუნური პოლიტიკოსები ტარიფების ჩვენ წინააღმდეგ გამოყენებას უშვებდნენ. ახლა, მათ ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს დახმარებით, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოვიყენებთ, რათა ამერიკა კვლავ მდიდარი და ძლიერი გახდეს“, – აცხადებს დონალდ ტრამპი.
ცნობისთვის, -ის სააპელაციო სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების უმეტესობა უკანონოდ გამოაცხადა და დაადგინა, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა გლობალური ტარიფების დაწესებით „თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა“.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას

დავით ზურაბიშვილი: თქვე კაი დედმამიშვილებო: ყველაზე დიდხანს ვინც გყავდათ პრემიერი, კორუმპირებული აღმოჩნდა, ახლა ციხეში გყავთ; მანამდე ვინც იყო, ხაზარაძესთან ერთად შეთქმულება დაბრალდა და მონასტერშია შეფარებული რომ არ დაიჭირონ…