შვედეთის პრემიერი: უკრაინაში ჩვენი ბედია სასწორზე

უკრაინაში ჩვენი ბედია სასწორზე, ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ ცხოვრობს, – ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ შვედეთი ხელს შეუწყობს ნატოს თავდაცვისა და შეკავების ძალისხმევას.

„ჩვენ და ჩვენი მეზობლები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის ჩრდილში ვცხოვრობთ. მაგრამ რუსეთის მიერ წარმოებული მუქარა, დეზინფორმაცია და კიბერშეტევები მთელი ევროპის დესტაბილიზაციას ცდილობს.

უკრაინაში ჩვენი ბედია სასწორზე. ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ ცხოვრობს. ეს ის საფრთხეა, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ“, – აცხადებს შვედეთის პრემიერი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო