მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს – გიორგი ვოლსკი ლევან ხაბეიშვილს პასუხობს

თუკი ამ ავადმყოფურ, ცხელ თავზე მოფიქრებული იდეის განხორციელებას შეეცდება, რასაკვირველია, დაუპირისპირდება სახელმწიფოს ინტერესებს და ამის საწინააღმდეგო შესაბამისი მექანიზმები იმოქმედებს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ლევან ხაბეიშვილზე საუბრისას.
იგი გამოეხმაურა ხაბეიშვილის განცხადებას, რომელიც საქართველოში მშვიდობიანი რევოლუციის მოხდენას ეხებოდა.
„მშვიდობიანი შეიძლება იყოს დაკავება, პასუხისგებაში მიცემა; მშვიდობიანი შეიძლება, სასამართლო იყოს და მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს. არსებობს მშვიდობიანი რეაგირება ყველანაირ დანაშაულზე, რომელიც საქართველოს მიმართ იქნება ჩადენილი და თუკი ამ ავადმყოფურ, ცხელ თავზე მოფიქრებულ იდეას, შეეცდება, რომ განახორციელოს, რასაკვირველია, სახელმწიფოს ინტერესებს დაუპირისპირდება და შესაბამისი მექანიზმები იმოქმედებს ამის საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა ვოლსკიმ.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა: „კონსტიტუციის ფარგლებში ჩვენ ვაპირებთ, საქართველოში მოხდეს მშვიდობიანი რევოლუცია, დამხობა, თუ ეს სიტყვა გაშინებთ, არ ვიცი, დიახ, მშვიდობიანი დამხობა“.

ასევე დაგაინტერესებთ

გარკვეული პირები პედაგოგების შეცდომაში შეყვანის მიზნით ცდილობენ, ინფორმაცია გაავრცელონ, თითქოს რეპეტიტორულ საქმიანობას კანონი კრძალავს- ცალსახად ვამბობთ, რეპეტიტორული საქმიანობა არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, შესაბამისად, პედაგოგებს შეუძლიათ, თამამად მოამზადონ ნებისმიერი პირი

პაატა კვიჟინაძე 2026 წლის ბიუჯეტზე: ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც ევროპული და ჩვენი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, არის ნორმის ფარგლებში და ერთი-ერთი საუკეთესოა ევროპაში