თანამდებობიდან გადადგა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, იმიგრაციის საკითხზე დაძაბულობის ფონზე

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა 8 იანვარს დააკმაყოფილა პრემიერ-მინისტრის, ელისაბედ ბორნის თხოვნა გადადგომის შესახებ – აცხადებს პრეზიდენტის ოფისი.
ბორნის გადადგომის ფონია ბოლო ხანებში გამოკვეთილი პოლიტიკური დაძაბულობა კამათის საგნად ქცეული კანონმდებლობის გარშემო, რომელსაც მაკრონი უჭერს მხარს და რომელიც, სხვა ზომებთან ერთად, ითვალისწინებს მთავრობისთვის ზოგიერთი უცხოელის დეპორტაციის უფლებამოსილების გაფართოებას.
პრემიერ-მინისტრის პოსტზე ბორნი დაინიშნა 2022 წლის მაისში, მას მერე, რაც მაკრონი მეორედ იქნა არჩეული პრეზიდენტად. ის საფრანგეთის მეორე ქალი პრემიერი იყო.
მაკრონის ოფისის განცხადების თანახმად, ახალი მთავრობის დანიშვნამდე ბორნი გააგრძელებს ყოველდღიური საშინაო საქმეების წარმოებას.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო