ანდრეი ერმაკი სტივ უიტკოფს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი -ში ს სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შეხვდა. ამის შესახებ ანდრეი ერმაკი X-ის პირად გვერდზე წერს.
“საკვანძო პრიორიტეტი რეალური დიპლომატიის წინ წაწევა და ვაშინგტონის სამიტზე მიღწეული ყველა შეთანხმების განხორციელების უზრუნველყოფაა. ჩვენი ძალისხმევების კოორდინაციას ვახდენთ.
შეხვედრის დასაწყისში სტივ უიტკოფს ს ომის დანაშაულების შესახებ ვაცნობე, რომლებსაც ის ყოველდღიურად სჩადის ში ჩვენი ქალაქებისა და სოფლების წინააღმდეგ. კერძოდ, კიევზე რაკეტებითა და დრონებით მასიური თავდასხმის შესახებ ვისაუბრე, რომელმაც 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის ოთხი ბავშვის.
სამწუხაროდ, რუსეთი საჭიროს არაფერს აკეთებს ომის დასასრულებლად და ნათლად აგრძელებს სამხედრო მოქმედებებს. უკრაინა მხარს უჭერს პრეზიდენტ ტრამპის, ისევე, როგორც ყველა პარტნიორის, მტკიცე გადაწყვეტილებას მიაღწიონ მყარ მშვიდობას რაც შეიძლება სწრაფად. უკრაინა მიესალმება შეერთებული შტატების მიერ წარმოდგენილ ყველა სამშვიდობო ინიციატივას, მაგრამ, სამწუხაროდ, რუსეთი ყოველ მათგანს აჭიანურებს.
ღია ვართ ლიდერების დონეზე პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის და მზად ვართ საკითხების ყველაზე ფართო სპექტრი განვიხილოთ. გვჯერა, რომ გლობალური ზეწოლაა საჭირო, რათა უზრუნველვყოთ, რომ რუსეთი გულწრფელად მზად იყოს მშვიდობისკენ სიარულისთვის და, კერძოდ, ამ მიზნისთვის ლიდერების კრიტიკულად მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩავატაროთ.
ბატონი უიტკოფი უახლოეს მომავალში უკრაინაში ვიზიტისთვის მოვიწვიე”, – წერს ერმაკი.