“დინამო თბილისი” შვიდმა ფეხბურთელმა დატოვა

“დინამო თბილისი” რამდენიმე დღეში შეიკრიბება და ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებს, რომლის პირველი ეტაპიც თბილისში, საწვრთნელ ბაზაზე გაივლის, ხოლო მეორე ნაწილი თურქულ შეკრებას დაეთმობა.
სეზონის განახლებამდე გუნდში არაერთი სიახლე იქნება, თუმცა მანამდე გვინდა რამდენიმე ფეხბურთელს დავემშვიდობოთ.
ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი შეწყდა ზორან მარუშიჩთან, გაგი მარგველაშვილთან, მუსა სანგარესთან და დენის ბუშნიასთან. მოთამაშეებმა კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვეს. მათთან ერთად თბილისურ კლუბში კარიერას აღარ გააგრძელებენ ლუკა ლაკვეხელიანი და ვატო არველაძე. ორივე მათგანს “დინამოსთან” არსებული კონტრაქტი ამოეწურა. რაც შეეხება გიორგი ხარაიშვილს, მისი საიჯარო ხელშეკრულება
დასრულდა და შესაბამისად ნახევარმცველი უნგრულ კლუბს დაუბრუნდა.
“დინამო თბილისი” თითოეულ მოთამაშეს მადლობას უხდის კლუბში გატარებული პერიოდისთვის და წარმატებას უსურვებს მათ მომავალ კარიერაში.
fcdinamo.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში