“ბაობაბები წავლენ-წამოვლენ, ხიდები დარჩებიანო!” – სოსო მანჯავიძე

უნდა ითქვას, რომ მართლაც უნიკალური წვლილი შეგვაქვს მსოფლიო პოლიტიკურ კაკაფონიაში. ქვეყანამ სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარა ჩინეთთან და ამ დროს მისი პრეზიდენტი სინანულს გამოთქვამს, რომ სი ძინპინს უიღურების გენოციდის გამო ვერ ასამართლებენ. მოკლედ, მადამ პღეზიდანი აშკარად დასაბმელია, ამავე დროს, თითქოს ეს ერთი დარტყმული არ გვყოფნიდა და ქართულ პოლიტიკაში მისი ძმა მიხეილ -ფარნავაზის გათავისუფლების ლოზუნგით შემოიჭრა. გასაგებია, ქურდს ქურდი უყვარს, მეძავს-მეძავი, დარტყმულს დარტყმული. პრეზიდენტებში არ გვიმართლებს, თუმცა სასიხარულოც ბევრი გვაქვს. ნანატრი ბაობაბები ჩამოვიდნენ! მათ შეკვეთილში გადასატანად სპეციალურ ხიდს აშენებენ! როგორც ხალხური ლექსი ამბობს, ბაობაბები წავლენ- წამოვლენ, ხიდები დარჩებიანო! ჰოდა, ან ამ ბაობაბზე დააბინაოს მისმა მომყვანმა ეს დასაბმელი გიჟი, ან კიდევ გნოლებთან, კაკბებთან და ხოხბებთან, მათთან ერთად იფრენს და გააფრენს, ცოცხით ფრენა კი იცის შესანიშნავად.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე – გადასარევად გვახსოვს, როგორ ექცეოდა ეს სასამართლო ადამიანებს წინა მთავრობის დროს, დღეს ზუსტად იგივე სახელებზე და გვარებზეა დამოკიდებული ადამიანების ბედი – დღევანდელ დღეს, ბედს წყვეტენ გამბედავი ადამიანები

დიმიტრი საძაგლიშვილი – ჩვენი ინფორმაციით, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე არის ნასამართლევი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, დაახლოებით 19 წლის წინ – ბუნებრივია, ასეთი კადრი სასამართლო კლანისთვის იდეალურია