ბექა ბურჯანაძის “კორუნა ბასკეტი” ესპანეთის უმაღლეს ლიგაში გადასვლის კანდიდატია

წლების მანძილზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, ბექა ბურჯანაძე, რომელიც გასულ ოთხშაბათს 30 წლის გახდა, ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში წარმატებით ასპარეზობს. შეგახსენებთ, რომ იგი “კორუნა ბასკეტის” ღირსებას იცავს, რომელიც EBA Gold-ში 12 მოგებითა და 4 მარცხით მე-2 ადგილზეა და ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში – Ligaendesa-ში გადასვლის კანდიდატია.
ბურჯანაძის გუნდმა გასულ ტურში, 5 იანვარს სტუმრად “კასტელო” 83:74 დაამარცხა. ქართველი ფორვარდი სათადარიგო იყო და მოედანზე გატარებულ 19 წუთში 7 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. მიმდინარე სეზონში, EBA Gold-ში ბურჯანაძემ 9 შეხვედრაში მიიღო
მონაწილეობა. ქართველი ფორვარდი მოედანზე საშუალოდ 21.3 წუთს ატარებს, რის განმავლობაშიც 7.4 ქულას, 4 მოხსნას, 1.3 პასს და 0.3 ჩაჭრას აგროვებს.
მომდევნო ტურში “კორუნა” “მელილას” უმასპინძლებს. მატჩი 12 იანვარს გაიმართება.
GBF.GE

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში